შეფასების სისტემა


შეფასების სისტემა უშვებს:

ა. ხუთი სახის დადებით შეფასებას:
    
     ა.ა) (A) ფრიადი – მქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
     ა.ბ) (B)
ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81–90%;
     ა.გ) (C)
კარგი – მაქსიმალური შეფასების 71–80%;
     ა.დ) (D)
დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61–70%;
     ა.ე) (E)
საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ. ორი სახის უარყოფით შეფასებას:

    
ბ.ა) (Fx) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41–50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
     ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.