პრობლემის აქტუალობა


პოპულაციის ჯანმრთელობის პარამეტრთა შორის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.  

ტრადიციულად რეპროდუქციული სფეროს წამყვან ფიგურად ბებიაქალი მოიაზრებოდა (Hogberg et al 1986). თანამედროვე შეხედულებებითაც ბებიაქალის როლი დედათა და ბავშვთა ავადობა/სიკვდილობის მაჩვენებელების რედუქციის თვალსაზრისით გადაუჭარბებლად დიდია
(Reducing Maternal Mortality Joint Statement by WHO/UNICEF/UNFPA/The World Bank 1999). თანამედროვე ბებიაქალი გახლავთ პრაქტიკოსი, რომელიც აღჭურვილია არა მარტო ნორმალური მშობიარობის მართვის, არამედ ეფექტური პრე– და პოსტნატალური ზრუნვის უნარ–ჩვევებით, რომელსაც ძალუძს სწორი, დროული გადაწყვეტილების მიღება. 
 

შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ბებიაქალთა მომზადებისთვის აუცილებელია მათ კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანამანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონცეფციებზე დაფუძნებული დიპლომამდელი განათლების კურიკულუმის შექმნა, რომელიც შემდგომში საფუძველს დაუდებს ბებიაქალთა დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული სრულყოფის სისტემას.