ტერმინის დეფინიცია


ტერმინის განმარტება მოწოდებულ იქნა ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICM) და მეან–გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის (FIGO) მიერ შესაბამისად 1972 და 1973 წლებში. მოგვიანებით დეფინიცა მოწოდებულ იქნა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერაც. ტერმინის განსაზღვრებამ საბოლოო სახე მიიღო შესაბამისი გადახედვების (ICM/FIGO 1990/1991  და WHO 1992) შემდეგ: 

ბებიაქალი არის პირი, რომელსაც დასრულებული აქვს შესაბამისი ქვეყნის მიერ სათანადოდ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა და გააჩნია პრაქტიკული საქმიანობსთვის აუცილებელი კვალიფიკაციები.
 

მან უნდა უზრუნველყოს ქალის შესაბამისი ზედამხედველობა, მოვლა და საკონსულტაციო მომსახურეობა ორსულობის, მშობიარობისა და მის შემდგომ პერიოდებში; მას საკუთრი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა შეეძლოს მშობიარობის წარმართვა, ახალშობილისა და ჩვილის მოვლა. ეს უკანასკნელი გულისხმობს პრევენციულ ღონისძიებებს, დედისა და ბავშვის პათოლოგიური მდგომარეობების დროულ აღმოჩენას, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას, ხოლო კვალიფიციური დახმარების არარსებობის შემთხვევაში გადაუდებელი ღონისძიებების შესრულებას. ბებიაქალის პროფესიული კომპეტენციები მოიცავს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობასაც არა მარტო ქალთან, არამედ მის ოჯახთან და ზოგადად თემთან მიმართებაში. ეს საქმიანობა მოიცავს ანტენატალურ განათლებას და დედობისთვის მზადების ასპექტებს და ვრცელდება გინეკოლოგიის განსაზღვრულ სფეროებზე, ოჯახის დაგეგმარებასა და ბავშვთა მოვლაზე. ბებიაქალთა პრაქტიკის არეალი ვრცელდება ჰოსპიტალებზე, კლინიკებზე, სათემო დაწესებულებებზე, სახლის პირობებზე და სერვისის სხვადასხვა სფეროებზე (ICM/FIGO/WHO შესაბამისად 1990, 1991 და 1992 წლები).      

*ბევრ ქვეყანაში ბებიაქალის პროფესია ექსკლუზიურად ქალთა საქმიანობის სფეროდ განიხილება, თუმცა დღესდღეობით აღინიშნება ამ პროფესიით მამაკაცების დაინტერესების მზარდი ტენდენცია. ამიტომაც დეფინიცია მოითხოვს განახლებას სქესნეიტრალური ტერმინის (gender-neutral language) გამოყენებით.