სიახლეები


ტრენინგის მონაწილეთა დაჯილდოება

2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია
"HERA XXI"–ის (საქართველო), ჰოლანდიური ETC CRYSTAL-სა და როტერდამის ბებიაქალთა აკადემიის (RUM) მონაწილეობით მიმდინარეობს პროექტი "ბებიაქალთა ცოდნისა და უნარ–ჩვევების გაუმჯობესება საქართველში", რომლის ერთ–ერთი უმთავრესი კომპონენტი გახლავთ ბებიაქალთა დიპლომამდელი განათლების კურიკულუმის შემუშავება.

თსსუ–სა და RUM–ის კოორდინირებული მუშაობის შედეგად ფაკულტეტის
პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებს უკვე შეემატა ICM (International Confederation of Midwives) სტანდარტების შესაბამისი პროგრამა, რომელიც თავის პირველ მსმენელებს 2010–2011 სასწავლო წელს მიიღებს. 

კურიკულუმზე მუშაობის პარალელურად 2009 წლიდან სამ ეტაპად ჩატარდა პედაგოგ ბებიაქალთა მოსამზადებელი სემინარები თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა სამშობიარო სახლებში მომუშავე 10 ბებიაქალის მონაწილეობით.

როტერდამის ბებიაქალთა აკადემიის პერსონალის მიერ ჩატარებული სემინარების თემატიკა მოიცავდა ინტერპერსონალურ და სოციალურ ურთიერთობათა უნარებს, პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას და გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს.

21 მაისს შედგა სემინარებში მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც გახსნა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.

ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა
თბილისის სახლემწიფო სამეიდიცნო უნივერსისტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რის შემდეგაც შედგა დაჯილდოების ოფიციალური ნაწილი.

  
   
   



არქივი