პროგრამის მიზანი


ბებიაქალთა საგნმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს:  

1.
     
უსაფრთხო და კომპეტენტური ბებიაქალი, რომელიც თავისი ავტონომური პრაქტიკით ხელს უწყობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას

2.      თემისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მასშტაბით ქალსა და მის ოჯახზე მზრუნველი პრაქტიკოსი, რომელიც საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობისთვის, გადაწყვეტილების მიღებაში ხელშეწყობისთვის და ინდივიდუალური საჭიროებების საპასუხოდ იყენებს პარტნიორობის მოდელს

3.      ბებიაქალი, რომელსაც შესწევს მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის უნარი რეპროდუქციული ჯანრთელობის ხელშეწყობის მიზნით

4.      პრაქტიკოსი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი კავშირები თემის ლიდერებთან და საზოგადოების სხვა შესაბამის პირებთან ორსულთა მოვლის, ჯანმრთელობის საგანმანათლებლო სტრატეგიების ხელშეწყობისა და ურგენტულ შემთხვევებზე გათვლილი მოქნილი ტრანსპორტირების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით

5.      ბებიაქალი, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროული იდენტიფიკაციისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების გზით საგრძნობი წვლილი შეაქვს დედათა და ბავშვთა ავადობა/სიკვდილობის მაჩვენებლის რედუქციაში

6.      ბებიაქალი, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ დონეზე კლინიკური და თეორიული ცოდნის ამაღლების გზით, რაც მიიღწევა რეფლექტორული, კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარების გამომუშავების მეშვეობით

7.      ბებიაქალი, რომელიც შესწევს  საკუთარ გამოცდილებაზე დაკვირვების შედეგად სწავლის უნარი

8.      ბებიაქალი, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ სწავლა უწყვეტი პროცესია; რომელიც იყენებს ახალი ცოდნისა და კვლევის შედეგების მიღების ნებისმიერ შესაძლებლობას და უწყვეტი პროფესიული განათლების ყველა შესაძლებელი ფორმით აღწევს თავისი პრაქტიკის სრულყოფას

9.      ბებიაქალი, რომელიც აფასებს თავის პროფესიას და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში ცვლილებების მხარდაჭერისა და ადვოკატირების გზით; საჭიროების შემთხვევაში კი ქალისა და ოჯახის მომსახურების გაუმჯობესებისკენ მიმართული კვლევების წარმართვის მეშვეობით

10.  ბებიაქალი, რომელსაც შესწევს ეფექტურ მენეჯერად ჩამოყალიბების უნარი