კურიკულუმის სტრუქტურა


პროგრამის ხანგრძლივობა საკმარისია სპეციფიკური კომპონენტებისა და დასახული მიზნების მისაღწევად. „პროფესიული განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს, მისი ხანგრძლივობა სამი აკადემიური წელია და შეადგენს 4680 საათს (2880 საკონტაქტო საათი ).  

კურიკულუმი შედგება საორიენტაციო კურსის, ბაზისური სამედიცინო მეცნიერებების, სპეციფიკური საბებიო და დასკვნითი ანუ კონსოლიდაციური მოდულებისგან.
სპეციფიკური საბებიო მოდულებია: 

1.
     
ჯანმრთელობისა და ავადობის სქესობრივი ასპექტები – 3 კვირა, 6 ECTS კრედიტი

2.
     
კომუნიკაცია, კონსულტაცია და ჯანდაცვითი განათლება – 3 კვირა, 6 ECTS კრედიტი

3.
     
ფერტილობის რეგულაცია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ინფექციის კონტროლი – 12 კვირა, 24 ECTS კრედიტი

4.
     
პრეკონცეფცია და ნატენატალური ზრუნვა – 12 კვირა, 24 ECTS კრედიტი

5.
     
ზრუნვა ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში – 9 კვირა, 18 ECTS კრედიტი

6.
     
დედისა და ახალშობილის პოსტნატალური მოვლა,  10 თვემდე ასაკის ბავშვის მოვლა – 9 კვირა, 18 ECTS კრედიტი

7.
     
გინეკოლოგიის საფუძვლები – 3 კვირა, 6 ECTS კრედიტი

8.
     
პროფესიული პრობლემები – 7 კვირა, 14 ECTS კრედიტი

კურიკულუმის ფინალურ ბლოკს წარმოადგენს კონსოლიდაციური მოდული, რომლის ხანგრძლივობა 4 კვირაა (8
ECTS კრედიტი) და რომლის მიზანია ყველა აუცილებელი უნარ–ჩვევის განმეორება კლინიკურ პრაქტიკაში ანდა სიმულაციურ ლაბორატორიაში