კლინიკური გამოცდილების აუცილებელი მინიმუმი


·         სხვადასხვა პიროებებში ჩატარებული მინიმუმ 100 ანტენატალური გამოკვლევა (მათ შორის რამდენიმე გამოკვლევა ჰოსპიტლის მიმღებში, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, პათოლოგიური ნიშნებისა და სიმპტომების ამოცნობა და ადექვატური და დროული მოქმედება)

·
        
მინიმუმ 40 ნორმალური მშობიარობის მართვა, დახმარება მშობიარობის პირველ სტადიაში

·
        
მენჯით წინამდებარებით 3 მშობიარობის ასისტირება

·
        
ზედამხედველობის ქვეშ მინიმუმ 3 ვაკუუმექსტრაქციის წარმოება

·
        
მინიმუმ ერთი მედიოლატერალური ეპიზიოტომიის წარმოება

·
        
ეპიზიოტომიისშემდგომი ან მეორე ხარსიხის ჩახევის შემდგომ შორისის ნაკერების დადების მინიმუმ 3 შემთხვევა

·
        
ახალშობილის მდგომარეობსი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაცია

·
        
100 ახალშობილის გამოკვლევა, პათოლოგიური სიმპტომატიკის აღმოჩენა, ადექვატური და დროული ქმედება

·
        
მინიმუმ 100 პოსტნატალური კვლევის წარმოება, პათოლოგიური ნიშნებისა და სიმპტომების აღმოჩენა, ადექვატური და დროული ქმედება

·
        
მინიმუმ 100 პოსტნატალური ქალისა და ახალშობილის მოვლა, შესაბამისი საგნამანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება; საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა, ზრუნვა და პროფილაქტიკური მკურნალობა

·
        
დედის ასისტირება ძუძუთი კვების პროცესში, ხოლო ძუძუს პრობლემების მქონე ქალებისთვის სწორი რჩევების მიწოდება და შესაბამის მოვლის უზრუნველყოფა

·
        
ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დახმარების გაწევა სამეანო და გინეკოლოგიური პრობლემების მქონე ქალებისთვის, მაგალითად, აბორტის, ექტოპიური ორსულობის, მშობიარობისშემდგომი სისხლდენის, გახანგრძლივებული მშობიარობის, სანაყოფე მემბრანის ნაადრევი რუპტურის, ობსტრუქციული მშობიარობის, პლაცენტის მოცილების დაყოვნების, ეკლამფსიისა და სამშობიარო სეფსისი დროს

·
        
შოკის მართვა

·
        
მოდელზე კარდიო–პულმონური რეანიმაციული ღონისძიებები

·
        
ზედამხედველობის ქვეშ ახალშობილის რეანიმაცია, პირველადი დათვალიერება,  შემდგომი ასისტირება და ფინალური პრაქტიკა

·
        
სათემო სტრუქტურებთან ურთიერთობა გართულებების შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური რეფერალური სისტემის არსებობის თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაშ შესაბამისი რეფერალური ღონისძიებების წარმოება

·
        
ურთიერთობა სათემო სტრუქტურებთან  ჯანდაცვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმირებულობის თვალსაზრისთ, ასევე არსებული მომსახურების ეფექტური გამოყენების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა

·
        
ჯანდაცვითი საგნამანათლებლო საქმიანობის წარმოება თემსა და ჯანდაცვის პირველი დონის დაწესებულებებში ქალებთან, ოჯახებთან და მოზარდებთან, აქცენტით ჯანსაღ კვებაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, იმუნიზაციაზე, მავნე ჩვევებზე, სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და არასასურველი ორსულობის პრევენციის საკითხებზე.

·
        
შესაბამისი ჯანდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება სკოლებში, სხვადასხვა რელიგიურ ინსტიტუტებსა თუ ქალთა საზოგადოებრივ ჯგუფებში

·
        
ოჯახის დაგეგმარების მიზნით უსაფრთხო სექსისა და კონტრაცეფციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება, ქალისთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა და შემდგომი მეთვალყურეობა

·
        
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სკრინინგ ტესტების და ადექვატური პროფილაქტიკური ღონისძიებების ანდა იმუნიზაციის წარმოება (მაგალითად, სქესობრივად გადამდები დაავადებების, ტეტანუსის, მალარიის, პარაზიტული ინვაზიების, ვიტამინებისა და რკინის ან ფოლიუმის დეფიციტის დროს)

·
        
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან ურთიერთობა დედათა და ბავშვთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის და სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით