განცხადებები

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელებთან შეხვედრა შედგება 20 სექტემბერს 13.30 საათზე მესამე სასწავლო კორპუსში, მეოთხე სართულზე, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის სალექციო დარბაზში.




თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2010-2011 წლის სასწავლო პროცესის ვადები განსაზღვრულია შემდეგი წესით:
ა. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია (პირველი კურსის სატუდენტებისთვის): 6 სექტემბერი-1 ოქტომბერი 2010 წ.
ბ. გადმოყვანის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია: 6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი 2010 წელი.
გ. სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 13 სექტემბერი - 27 სექტემბერი 2010 წ.
დ. პირველი სემესტრის ვადები: 20 სექტემბერი, 2010 წ. - 15 თებერვალი 2011 წ.
ე. მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი სექტორის პირველი კურსის სტუდენტებთან სწავლა დაიწყოს 12 ნოემბერს, 2010 წ.
ვ. პირველი სემესტრის საგამოცდო სესია: 10 იანვარი 2011 წ - 15 თებერვალი 2011 წ.
ზ. სტუდენტთა საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი 2010 - 9 იანვარი 2011წ.
თ. სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 28 თებერვალი 2011 - 14 მარტი, 2011წ.
ი. მეორე სემესტრის ვადები: 28 თებერვალი - 21 ივლისი 2011 წ.
კ. "სააღდგომო" არდადეგები - 18 აპრილი - 25 აპრილი 2011 წ.
ლ. მეორე სემესტრის საგამოცდო სესია: 20 ივნისი - 21 ივლისი 2011 წ.
მ. დამამთავრებელი გამოცდები: 2011 წ. 6 ივნისიდან.
ნ. მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი სექტორის მეექვსე კურსის დამამთავრებელი გამოცდა ჩატარდება 2011 წ. 2 მაისს.
ო. გამოცდები მედიცინის ფაკულტეტის მე-4 და მე-5 კურსის კლინიკურ დისციპლინებში, ჯანდაცვის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და უმაღლესი პროფესიული პროგრამების პირველი, მე-2 და მე-3 კურსის დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის დამატებით სასესიო პერიოდში.
2. სათანადო საფუძვლების ან ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენისლისგან განსხვავებული სასწავლო პროცესის თარიღები.
3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია (შემდგომში რეგისტრაცია) განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
ა. განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
ბ. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
დ. ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ე. პირადობის მოწმობის ასლი;
ვ. უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულება;
ზ. სწავლის საფასური გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევში პირი კარგავს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას და ეთქმება დასაბუთებული უარი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე
6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადებში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.
7. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემსეტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) - "სასწავლო პროცესის მართვის სისტემის" საშუალებით.
8. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში.



დეპარტამენტებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებისა და სასწავლო ნაწილების საყურადღებოდ!

სტუდენტთა სასწავლო პროცესზე დასწრების გაუმჯობესების მიზნით თითოეული დეპარტამენტის თუ მიმართულების სასწავლო ნაწილი ვალდებულია სასწავლო კვირის დასაწყისში დეკანატის ელექტრონულ მისამართზე
pmrtsmu@yahoo.com გადმოაგზავნოს წინა კვირის გაცდენების კონტროლის უწყისის ელექტრონული ვერსია. შესაძლებელია შევსებული და შესაბამისი წესით დამოწმებული ფორმის წარდგენა უშუალოდ დეკანატის სამდივნოშიც (თსსუ ადმინსტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N11). დადგენილისგან განსხავებული ფორმით წარმოდგენილი მონაცემები სამდივნოში არ მიიღება. შეკითხვებისთვის მიმართეთ სამდივნოს შემდეგ ტელეფონზე 54 24 07.